Реклама
  
» » მამა გიორგი, რომელმაც ნაჩუქარი მანქანა, ოქროს ჯვარი და მობილური მრევლის დასახმარებლად გაიღო

მამა გიორგი, რომელმაც ნაჩუქარი მანქანა, ოქროს ჯვარი და მობილური მრევლის დასახმარებლად გაიღო

მამა გიორგი, რომელმაც ნაჩუქარი მანქანა, ოქროს ჯვარი და მობილური მრევლის დასახმარებლად გაიღო
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"დღეს გავიცანი ღვთისმსახური, ახალგაზრდა, ასე, 30-32 წლისა. უკვე გაჭაღარავება მოესწრო, წვერი ლამის მთლიანად თეთრად შემოსვოდა. ერთ-ერთი ძველი ტაძრის მოძღვარია.

ჩემთვის თავმდაბლობისა და კეთილსინდისიერების მაგალითი აღმოჩნდა. ეს არის მამა, რომელსაც მრევლმა ახალთახალი მანქანა აჩუქა, მან კი გაყიდა და ფული 4 წლის ბიბის ძვლის ტვინის გადასანერგად მისცა, ოქროს ჯვარი აჩუქეს, მან კი გაყიდა და ფული მაისურაძეების ექვსშვილიან ოჯახს გადასცა. როცა ნაჩუქარი ახალი ტელეფონიც გაყიდა, ნაირა ბებოს ეტლი შეუძინა.

ჩვენმა საერთო მეგობარმა ალექსანდრემ მითხრა, ეს რა არის, უამრავი რამ აქვს გაკეთებული და ხალხს ძალიან უყვარსო.

მამა გიორგის ამ თემაზე საუბარს ვერაფრით დააწყებინებ. როცა ტაძრის ეზოში დარგულ ბზაზე ვლაპარაკობდით, მაშინ მითხრა - იესო ჩემი დიდი მასწავლებელია. ის იერუსალიმში სახედრით შევიდა და არა სამეფო ეტლით. მე რა უფლება მაქვს, მასზე მეტი ვიყო?
ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ვისაუბრებდით, მაგრამ არამცდარამც მის საქციელზე საქებარი არ უნდა წამომცდენოდა.

მერე ადგა მამა გიორგი, მხარზე აქეთ მეამბორა, დაქოქა ნიკოლოზისდროინდელი ხმაურიანი "ფოლკსვაგენი", მანქანიდან თავი ღიმილით გამოყო და ხელის აწევით მე და ალექსანდრეს დაგვემშვიდობა.

წავიდა მამა გიორგი. ალექსანდრემ, რომელმაც სამლიტრიანი ქილით თაფლი მიართვა, მითხრა, რომ საავადმყოფოში, უცნობი ავადმყოფების გასამხნევებლად და პარაკლისის გადასახდელად წავიდა" - წერს ფოტოგრაფი.

წყარო: newposts.ge

1-11-2016, 19:00
Автор: admin
Просмотров: 925
Рейтинг:
  
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.